|
მუხლი 1. „საქართველოს დედაქალაქის − თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) 441 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსახლეობა და ორგანიზაციები ვალდებული არიან, მოქმედი წესის დაცვით თავად შეარჩიონ ოპერატორი იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს აცხადებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქ. თბილისის მთავრობის მიერ ორგანიზებული მომსახურების მიღებაზე. აღნიშნული პირები თავისუფლდებიან დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან და მომსახურების საფასურს იხდიან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. 3. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან. |
ქუთაისი, 22 მარტი 2013 წ. N379-IIს |