შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 იანვრის №-04 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge 04.02.2013წ. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115016101) და დადგენილების დანართი 1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მძიმე ავადმყოფს (ავთვისებიანი სიმსივნე III-IV სტადია, გულის ფილტვის, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა II-III ხარისხი, თავის ტვინში სისხლჩაქცევა, იშემიური ინსულტი, გემპილეგია, პარაპლეგია, ტეტრაპლეგია და სხვა კატეგორიის მძიმე ავადმყოფები) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 200 ლარს.“.
|