ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-03-29
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-23
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.116.016121
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

(ძალადაკარგულია - 23 .01.2015, №11)

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2013 წლის 29 მარტი

ქ. ცაგერი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მესამე პუნქტის და 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა) საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად   უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ხარჯების ანაზღაურების (ზღვრული ოდენობა) თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2
საკრებულოს წევრისათვის ამ დადგენილების 1-ლ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების კონკრეტული ოდენობა განისაზღვროს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დაწესებული ლიმიტის ფარგლებში.
მუხლი 3
 

 დაევალოს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს განახორციელოს ამ დადგენილების 1-ლი მუხლით გათვალიოსწინებული ხარჯების ანაზღაურებისათვის შესაბამისი აღრიცხვის წარმოება.

მუხლი 4
 ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.

  

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 მარტიდან

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი

კრებსითი — სრული ვერსია