|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისადБ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დ ა ა დ გ ი ნ ა : |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები: |
1.
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
|
2.
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის; |
3.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. |
| მუხლი 2 |
განისაზღვროს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები: |
1.
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის: |
ა)
ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის
1.0 ლარის ოდენობით;
|
ბ)
ახალ ასაშენებელი საკუთარი წყალსადენებისა და წყალარინების მშენებლობის თითოეული გრძივი მეტრისათვის 0,25 ლარის ოდენობით; |
გ)
განთავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
|
2.
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის: |
ა)
ერთ სულ მოსახლეზე 0.20 ლარის ოდენობით თვეში; |
ბ)
იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 13.80 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე. |
3.
სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი: |
ა)
სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით; |
ბ)
თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით; |
გ)
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით; |
დ)
სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 40 000 ლარის ოდენობით; |
ე)
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე
– კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით.
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №5 დადგენილება ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” (სსმ, ვებგვერდი, 23.02.2012 წ.).
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|