საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 3.06.2002, მუხ.61) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“, „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები:
„ც) აგროქიმიურ, ნიადაგის დაცვისა და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;
ძ) სამყნობი, სათესლე და სარგავი მასალების წარმოება, აგრეთვე მეცხოველეობის სფეროში სანაშენე საქმიანობა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;
წ) წყლის, მათ შორის, მინერალური წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.“.
2. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის „ო.ზ“ ქვეპუნქტს სიტყვის „ცხოველური“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და მცენარეული“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 19 ივნისი.
№1521–IIს