„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-05
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.104.016121
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2013 წლის 28 მარტი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების  გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის № 1 დადგენილებაში (სსმ, 05/02/2013, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.104.016110) და დადგენილებით დამტკიცებული  დანართის:
ა) მეოთხე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით: 

„1. წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით  სოციალური  სფეროსათვის  სხვადასხვა  სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებსა და ავადმყოფებზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის-რწმუნებულისა და საკრებულოს წევრის ერთობლივი შუამდგომლობის საფუძველზე, თანხით არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, ინდივიდუალურად, საკუთარი შეხედულებისა და მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.   მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გასაცემი ერთჯერადი ფულადი დახმარებების თანხის მოცულობა განისაზღვროს 35 000 (ოცდათხუთმეტი) ათასი ლარით.";

ბ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია

კრებსითი — სრული ვერსია