„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
83
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-03-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-29
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016519
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №83

2013 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ, 172, 31.12.2010, 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის 84-ე მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. 2012 წლის 1 თებერვლიდან 2013 წლის 1 ოქტომბრამდე, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე პირების მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განხორციელდეს GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური ან გარე გადახდისა და მონაცემთა აღრიცხვის ერთიან ტერმინალთან ინტეგრირებული სისტემური საკონტროლო-სალარო აპარატებით.“.

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. 2013 წლის 1 ოქტომბრიდან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე პირების მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განახორციელდეს მხოლოდ GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 31 მარტიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია