|
მუხლი 1. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 238) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო აგენტის ფუნქცია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან. |
ქუთაისი, 20 მარტი 2013 წ. N356-IIს |