„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 ივნისის №7/4 დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“
|