|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №4/3 დადგენილებაში (ვებგვერდი, 28/03/2012, სარეგ.კოდი: 210020010.35.157.016089) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №4/3 დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, მე-60, 202-206-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|