„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
387-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-03-22
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-02
სარეგისტრაციო კოდი
430050000.05.001.016913
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 43-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ2“ ქვეპუნქტი:

„ნ2) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამეურვეო საბჭოს დათხოვნის, უფლებამოსილების შეწყვეტის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, აგრეთვე სამეურვეო საბჭოს ვერარჩევის შემთხვევაში ასრულებს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს.“.

2. 59-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 2014 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ/რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს და 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/ სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.“.

მუხლი 2. 2013 წლის 1 თებერვლამდე მოქმედ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებს უფლებამოსილება გაუგრძელდეთ 2013 წლის 1 ივნისამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 მარტი 2013 წ.

N387-IIს

კრებსითი — სრული ვერსია