|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:
„მუხლი 541 1. კომიტეტთან შესაძლებელია შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური კონსულტანტებისაგან. საბჭოს შემადგენლობას ნიშნავს კომიტეტის თავმჯდომარე. 2. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საჭიროებისამებრ იწვევს შესაბამისი კომიტეტი. შეიძლება გაიმართოს კომიტეტისა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი სხდომა.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ქუთაისი, 22 მარტი 2013 წ. N384-IIს |