|
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №6 დადგენილების №1 დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) რეკომენდაცია ტერიტორიული ორგანოდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით“. |
2.
მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი დახმარება გაიცეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შემდეგ კატეგორიებზე: ა) სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რომელთაც გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 57 000-დან 200 000-მდე, დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 100 ლარით. ბ) იმ მოქალაქეებზე,რომელებიც არ შედიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ერთჯერადი დახმარება არ გაიცემა.“ |
3.
მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. კომისია სხდომას იწვევს და მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს საჭიროებისამებრ.“ |
4.
მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სოციალური დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) ვალდებულია, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას მიეკუთვნება, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ განეკუთვნება- მიუთითოს აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|