„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 172, 31.12.2010) დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ“ ქვეპუნქტი:
„ბ.გ) უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.“.
|