„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
202
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-07-15
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-22
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.05.001.003.238
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ასიგნებების მთლიანი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებლის 25%-ს.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 514 მუხლი:

     „მუხლი 514. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ასიგნებები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ასიგნებების მთლიანი ოდენობა 2009 წელს არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებლის 29%-ს, ხოლო 2010 წელს – 27,5%-ს.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                          

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 15 ივლისი.

№202–რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია