„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
352-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-03-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-28
სარეგისტრაციო კოდი
040110030.05.001.016909
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 61. მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება

1. მესამე პირის მომსახურება ანაზღაურდება საპრივატიზებო საფასურიდან, ქონების მმართველსა და მესამე პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. მესამე პირთან ანგარიშსწორება განხორციელდება აუქციონის დასრულებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში ანგარიშსწორების ვადა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.

2. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად 2013 წლის 1 მაისამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს მესამე პირებთან თანამშრომლობის სტანდარტი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 მარტი 2013 წ.

N352-IIს

კრებსითი — სრული ვერსია