„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 იანვრის №19 ბრძანებით (სსმ, 100110000.22.038.016147, 01/02/2013) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სისტემის ორგანოების მოსამსახურეების სამსახურებრივი შემოწმება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით და აღნიშნულის თაობაზე განცხადებებსა და ინფორმაციებზე რეაგირება, შესაბამისი დასკვნების, ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადება დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის წარსადგენად;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების განხორციელებისა და საყოფაცხოვრებო პირობების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების, ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადება დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის წარსადგენად;“.
|