შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად, გამგეობის სამსახურების, განყოფილებებისა და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების მიხედვით და მოიცავს გამგეობის საჯარო მოხელეთა ყოველ თანამდებობას.";
ბ) დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გამგეობის სამსახურის უფროსის, სამსახურის განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის თანამდებობაზე დასაკავებლად –
მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან უმცროს საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 2-წლიანი გამოცდილება მაინც.".
|