,, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-03-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-04-04
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016125
,, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2013 წლის 29 მარტი

ქ. ცაგერი

 

,, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №4 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 29/01/2013 სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016099)   შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრა განეკუთვნება საკრებულოს უფლებამოსილებას, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე".

ბ) დადგენილებაში ამოღებულ იქნეს  დებულების პირველი მუხლის მე-4  პუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი

კრებსითი — სრული ვერსია