„საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის №20 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 29/01/2010, 110.030.000.22.027.014.147) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამმართველოს ამოცანებია: საქართველოს პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.
|