„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ.1625) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს ამოცანებია: საქართველოს პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.
|