შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2-9 დადგენილებაში (სსმ, 03/02/2011, სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.156.016039) და დადგენილების მიღების საფუძველი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების შესაბამისად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.
|