1.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა” და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №102, მუხ. 1532) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“ დებულების (დანართი №1) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს), განსაზღვრავს და ანაწილებს თანამდებობრივ ფუნქციებსა და მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) ამტკიცებს სააგენტოს მუშაობის შინაგანაწესს, სააგენტოს თანამშრომელთა და სამსახურში მისაღებ კანდიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და შესაბამისი ტესტირების ჩატარების პროცედურებს;“.
|