,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2010 წლის 17 აგვისტოს №33 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (სსმ III, 20.08.2010 წ., №101, მუხლი 1519 ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1’’ ქვეპუნქტი:
,,ა1) ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გარდა, ცენტრის სარგებლობაში არსებულ სპორტულ დარბაზებში გახსნას უფასო სექციები სპორტის სხვადასხვა სახეობებში’’.
|