ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2013-03-14
გამოქვეყნების თარიღი
2021-07-15
სარეგისტრაციო კოდი
010240020.15.008.016078
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №11

2013 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, მაჟორიტარული წესით წარდგენილი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება თუ:

ა) კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;

ბ) არსებობს კანდიდატის წერილობითი თანხმობა ერთდროულად რამდენიმე საარჩევნო ოლქში წარდგენაზე;

გ) არსებობს კანდიდატის წერილობითი თანხმობა ერთდროულად არჩევნებში მონაწილე ორი ან მეტი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენაზე.

მუხლი 2. (ამოღებულია)

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 26 მარტის დადგენილება № 20/2015 - ვებგვერდი, 27.03.2015წ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №28/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.


მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილი
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე

კრებსითი — სრული ვერსია