„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2012 წლის 5 ოქტომბრის №25.11.957 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 05/10/2012, 040030000.37.101.016131) მეოთხე პუნქტით დამტკიცებულ (დანართი 1) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ წესდების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8.11 პუნქტი:
„8.11. დირექტორს შეუძლია პარტნიორთან შეთანხმების გარეშე შექმნას საკონსულტაციო (მმართველობითი) საბჭო, განსაზღვროს საკონსულტაციო (მმართველობითი) საბჭოში წევრების ოდენობა, საკონსულტაციო (მმართველობითი) საბჭოს კომპეტენციის სფეროები, საკონსულტაციო საბჭოს წევრების უფლება-მოვალეობები, გადაწყვეტილების მიღების წესი და სხვა მმართველობითი საკითხები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:“.
|