|
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ. 117) მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 და 21-ე პუნქტები:
„20. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ მიერ განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ პროგრამებად. ამ პროგრამებზე 2012 წელს მიღებული პირები ჩაითვალონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად; მათ უფლება მიეცეთ, იმავე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლა გააგრძელონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ან სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, და მათთვის მინიჭებული კვალიფიკაცია გაუთანაბრდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციას. 21. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შესაბამის პროგრამებზე სწავლის და მათ მიერ კვალიფიკაციის მიღების ხელშეწყობის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 6 მარტი 2013 წ. N261-IIს |