|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის №48 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 111212017, 14/12/2011; 010.260.020.35148.016.081) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“, ,,ო“, ,,პ“, ,,ჟ“, ,,რ“ და ,,ს“ ქვეპუნქტები:
„ნ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური განვითარების პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავება; აგრეთვე ახალი ტურისტული ადგილების შექმნისათვის რეკომენდაციების მომზადება და შეთავაზება“; „ო) მუნიციპალიტეტში ტურიზმისა და საკურორტო სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება“; „პ) მუნიციპალიტეტის ტურისტთა მოზიდვის მიზნით ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მოზადება“; ,,ჟ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების სარეკლამო პროდუქციის ხელშეწყობა“; „რ) მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსების საშუალებების, კვების ობიექტების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების, დაცული ტერიტორიების, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების, კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვა მონაცემთა ბაზის შექმნა“; „ს) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“, ,,მ“, ,,ნ“, ,,ო“, ,,პ“ და ,,ჟ“ ქვეპუნქტები:
„ლ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური განვითარების პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; აგრეთვე ახალი ტურისტული ადგილების შექმნისათვის რეკომენდაციების მომზადება და შეთავაზება“; „მ) მუნიციპალიტეტში ტურიზმისა და საკურორტო სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება“; „ნ) მუნიციპალიტეტში ტურისტთა მოზიდვის მიზნით ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადება“; „ო) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეებისათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელების ხელშეწყობა“; „პ) მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსების საშუალებების, კვების ობიექტების, ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების, დაცული ტერიტორიების, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების, კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვა მონაცემთა ბაზის შექმნა“; „ჟ) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭრო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.“. |
2.
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|