|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
--- |
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №23 დადგენილებაში (სსმ, 11, 13/08/2010; 010260020.35.148.000232) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,უ“, ,,ფ“ და ,,ქ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|