გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №8 დადგენილებაში `ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ~ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-13
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.166.016105
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №8 დადგენილებაში `ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ~ ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2013 წლის 7 მარტი

ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №8 დადგენილებაში „ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

“ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №8 დადგენილებაში „ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ და დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემედეგი რედაქციით:

,,5. ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITLL  შეადგენს:

 5.1. ცენტრალური ზონისათვის 1,2–ს

5.2. შუალედური ზონისათვის 1,0–ს

5.3. პერიფერიული ზონისათვის 0,7–ს“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ზარდიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია