შეტანილ იქნეს ცვლილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №75 დადგენილების „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ დანართი №-ის მეორე მუხლის მე-2 პუნქტში და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით;
„2. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ელექტრონული აუქციონის ფორმით ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში.“
|