ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 9 მარტის №46 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-13
სარეგისტრაციო კოდი
010250250.35.125.016071
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 9 მარტის №46 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2013 წლის 7 მარტი

ქ. ტყიბული

 

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 9 მარტის №46 დადგენილებაში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 9 მარტის №46 დადგენილების „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით, თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მე-16 მუხლის, მეორე პუნქტის, „დ“; „ვ“; „თ“; „ლ“; „მ“; „პ“; „რ“; „ქ“; „შ“; „ძ“; ქვეპუნქტების განსახორციელებლად   ჩამოყალიბდეს დაგეგმარების განყოფილება.

4. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნისას, მის მერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გათავისუფლებისას სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს განყოფილების უფროსი.“

მუხლი 2
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარეს გოდერძი ცნობილაძეს.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ცნობილაძე

კრებსითი — სრული ვერსია