|
№
|
მოთხოვნა
|
შენიშვნა
|
|
1.
|
ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშოები, საშხაპე, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)
|
|
|
2.
|
სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა
|
შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე.
|
|
3.
|
დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და შესაბამისი აღრიცხვით უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით
|
|
|
4.
|
სამედიცინო პერსონალის სათანადო სერტიფიკატი/კვალიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად
|
|
|
5.
|
შესაბამისი ლაბორატორიული სერვისის უზრუნველყოფა
|
შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება
|
|
6.
|
გვამების ექსპერტიზასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება ფართობზე, რომელიც იზოლირებულია სხვა ფართობისაგან და რომელსაც გააჩნია იზოლირებული შესასვლელი
|
დასაშვებია სამეურნეო შენობაში მისი განთავსება, თუ ამ შენობაში არ შედის კვების ბლოკი და საკვები პროდუქტების საწყობი.
6.1-6.3 პუნქტებით გათვალიწინებული მოთხოვნები შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე.
|
|
6.1.
|
უჟანგავი მეტალისაგან დამზადებული სასექციო მაგიდები და ტრანსპორტის საშუალებები (ურიკები, საკაცეები და ა. შ.)
|
დასაშვებია სხვა მასალისაგან დამზადებული საშუალებების გამოყენება, თუ მასალა იძლევა ქიმიური დამუშავების (დასუფთავების) შესაძლებლობას
|
|
6.2.
|
სამაცივრო დანადგარითა და სპეციალური თაროებით აღჭურვილი გვამების შესანახი სათავსი
|
|
|
6.3.
|
სასექციოს სათავსების უზრუნველყოფა დამოუკიდებელი გამწოვი ვენტილაციით
|
|
|
7.
|
გამწოვი კარადებით აღჭურვილი პათოჰისტოლოგიური და სასამართლო- ჰისტოლოგიური ლაბორატორიები
|
შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე
|
|
8.
|
თხევადი ქიმიური ნარჩენების გაუვნებელყოფის უზრუნველყოფა
|
შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე
|
|
9.
|
რენტგენოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა
|
შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება.“.
|