რეგისტრირებული პარტია/საარჩევნო ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისა და შესაბამის საარჩევნო ოლქში/ოლქებში შემავალ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის უფლებას კარგავს, თუ:
ა) პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა/საინიციატივო ჯგუფმა არ წარადგინა საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატი იმ საარჩევნო ოლქში/ოლქებში, სადაც არჩევნები იმართება;
ბ) შესაბამისმა საარჩევნო კომისიებმა რეგისტრაციაში არ გაატარეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ იმ საარჩევნო ოლქში/ოლქებში წარდგენილი პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატი, სადაც არჩევნები იმართება;
გ) გაუქმდა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ იმ საარჩევნო ოლქში/ოლქებში წარდგენილი და რეგისტრირებული საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატის რეგისტრაცია, სადაც არჩევნები იმართება;
დ) შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატი;
ე) გაუქმდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი და რეგისტრირებული საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატის რეგისტრაცია.
|