საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათის და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, ზემოხსენებული საარჩევნო ოლქების იმ ამომრჩეველთათვის, რომელთა რეგისტრაციაც გააუქმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, დადგინდეს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებითი წესი:
ა) ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ კეთდება განსხვავებული ჩანაწერი − „რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია“;
ბ) ამ მუხლით განსაზღვრული ამომრჩევლები შუალედურ არჩევნებში ხმას აძლევენ ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ასეთი ამომრჩევლები საარჩევნო კომისიებისთვის განკუთვნილ და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ამომრჩეველთა სიების ვერსიებში შეყვანილი იქნებიან ანბანურად დალაგებული სიების შემდეგ.
|