„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
65
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-06-27
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-14
სარეგისტრაციო კოდი
110.050.010.04.001.003.207
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75) 885 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 885. საქმეების ერთპიროვნულად განხილვა სააპელაციო სასამართლოში

სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია ერთპიროვნულად განიხილოს 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი ის სააპელაციო საჩივრები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 27 ივნისი.

№65–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია