„რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №255 ბრძანებას (სსმ III, 07.11.2008წ., №161, მუხ. 1628) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
,, 31. ამ ბრძანების მიზნებისათვის, ,,ქალაქ თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 28 იანვრის №1-4 გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ, ქალაქ თბილისის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები განისაზღვროს ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილებით დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით."
|