„დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის N99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
47
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-06
სარეგისტრაციო კოდი
480040040.22.030.016077
„დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის N99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №47

2013 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 

,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  საფუძველზე, 

ვბრძანებ:


1. ,,დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანების (სსმ III, 23.05.2008, №75, მუხ. 814) მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

 

დანართი №1

 

დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიური რანგების კატეგორიებისა და დიპლომატიური თანამდებობების თანაფარდობა

 

რანგის დასახელება

რანგების შესაბამისი დიპლომატიური თანამდებობები

უმაღლესი დიპლომატიური რანგები

უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირები

ა) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი

ა) მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილე;

ბ) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი;

გ) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი;

ე) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენელი;

ვ) გენერალური კონსული;

ზ) საგანგებო დავალებათა ელჩი.

უფროსი დიპლომატიური რანგები

უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები

ა) უფროსი მრჩეველი;

ბ) მრჩეველი;

გ) უმცროსი მრჩეველი

ა) სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე;

ე) მინისტრის სამდივნოს უფროსი;

ვ) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი;

ზ) უფროსი მრჩეველი;

თ) კონსული;

ი) მრჩეველი;

კ) თავდაცვის ატაშე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

უმცროსი დიპლომატიური რანგები

უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები

ა) პირველი მდივანი;

ბ) მეორე მდივანი;

გ) მესამე მდივანი;

დ) ატაშე

ა) ვიცე-კონსული;

ბ) პირველი მდივანი;

გ) საკონსულო აგენტი;

დ) მეორე მდივანი;

ე) მესამე მდივანი;

ვ) ატაშე;

ზ) თავდაცვის ატაშეს აპარატისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აპარატის თანამდებობის პირები

 
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ჯალაღანია

კრებსითი — სრული ვერსია