|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,აფთიაქიდან ნარკოტიკული საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 30 სექტემბრის №221/ნ ბრძანებაში (სსმ III, N117, 10.10.2003წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“. |
2.
ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|