,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის № 10 დადგენილებაში
(www. matsne.gov.ge 30/01/2013
სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.116.016105)შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად, გამგეობის სამსახურების, განყოფილებებისა და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების მიხედვით და მოიცავს გამგეობის საჯარო მოხელეთა ყოველ თანამდებობას.
ბ) დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გამგეობის სამსახურის უფროსის, სამსახურის განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად - მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან უმცროს საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 2- წლიანი გამოცდილება მაინც.“.
|