„ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-29
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016113
„ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
(ბათილია - 29.03.2013, №27)

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2013 წლის 1 მარტი

ქ. ცაგერი

 

,, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №7 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 30/01/2013 სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016102)   შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა, გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი

კრებსითი — სრული ვერსია