,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლებისა და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №5 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 30/01/2013 სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016100) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებაში ამოღებულ იქნეს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა, გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
|