„ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-29
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016106
„ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
(ბათილია - 29.03.2013, №27)

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2013 წლის 1 მარტი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 29/01/2013წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016096)  შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის  და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  „გამგეობა შედგება  სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან.“;

გ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  გამგებელს“.

დ)  დადგენილებაში ამოღებულ იქნეს დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი;

ე)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გამგებლის დავალებით, გამგეობაში მომზადებული პროექტი უნდა იქნეს ვიზირებული გამგებლის მოადგილის მიერ.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი

კრებსითი — სრული ვერსია