„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2013 წლის 11 იანვრის N1/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4/9
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი
2013-02-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-05
სარეგისტრაციო კოდი
190020030.35.111.016158
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2013 წლის 11 იანვრის N1/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

                                                                                                       

თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს

დადგენილება №4/9

2013 წლის 27 თებერვალი

ქ. ფოთი

 

,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2013 წლის 11 იანვრის №1/2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,   თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულომ  დაადგინა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 11 იანვრის №1/2 დადგენილებით (17/01/2013 სარეგისტრაციო კოდი 190020030.35.111.016151.)  დამტკიცებულ დანართ №1-ში  კერძოდ:
1.    მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თანხების ასახვის უფლება აქვს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერს  შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე (თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით).“
2.   მე-8 მუხლს დაემატოს  მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  „3. გადანაწილებაზე ან/და თანხების ასახვაზე თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერს თანხმობას აძლევს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი სამართლებრივი აქტის  (ბრძანების) საფუძველზე.“ 
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა

კრებსითი — სრული ვერსია