|
,,თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 ნოემბრის №13/47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 ნოემბრის №13/47 დადგენილებაში (სსმ 62, 10/12/2010 სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.111.016019) ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ კერძოდ: |
1.
პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "1. თითოეულ სამორინეს მაგიდაზე - კვარტალში 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი " |
2.
პირველ მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე-კვარტალში 3000 (სამი ათასი) ლარი.“ |
3.
პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.“ |
| მუხლი 2 |
1.
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|