|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის №30 დადგენილებაში „ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის „სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის" რეორგანიზაციის მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ" ქვეპუნქტისა და, „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის №30 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების 51 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სატრანსპორტო საშუალებებზე ზედამხედველობის განყოფილება; ბ) კაჭრეთის განყოფილება;". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|