გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-02-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-01
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.166.016102
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

                                                                                                  

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2013 წლის 27 თებერვალი

ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის „სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის" რეორგანიზაციის მიზნით,    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ" ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და, „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

                                                   გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
„გურჯაანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17  სექტემბრის №23  დადგენილებით დამტკიცებულ გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები, დებულების  მე-9 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს  „ზ.გ“ და „ზ.დ“ ქვეპუნქტები და „ზ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

      „ზ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური, რომელიც მოიცავს:

       ზ.ა) სატრანსპორტო საშუალებებზე ზედამხედველობის განყოფილებას;

       ზ.ბ) კაჭრეთის განყოფილებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ზარდიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია