„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის განმსაზღვრელი ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №35.35.1487 (გამოქვეყნების თარიღი: ვებგვერდი, 111228050, 29/12/2011) დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის სეზონის პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესში შევიდეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:
„მუხლი 7. ინსტრუქტორის მომსახურების საფასური
სამთო-სათხილამურო სეზონის პერიოდში ინსტრუქტორის მომსახურების საფასური განისაზღვროს საათში 30 ლარის ოდენობით.“.
|