„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2013-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-07
სარეგისტრაციო კოდი
320070000.17.010.016024
„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

2013 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 

„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების  საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნული კომისია კენჭისყრის შედეგად ერთხმად ადგენს:

მუხლი 1
„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის დამტკიცების შესახებ”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებას (სსმ, 05.07.2006, №90, მუხლი 1211)  დაემატოს შემდეგი რედაქციის 13 და 14  პუნქტები:

„13. კომისია 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილებას ახორციელებს 2 წელიწადში ერთხელ, ყოველი მეორე წლის პირველ მაისამდე  ამ გეგმის საფუძველზე, ელექტრომაგნიტური თავსებადობის მეთოდებისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამასთან:

ა) 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ციფრული ფორმატით რადიომაუწყებლობის და/ან სხვა ტექნოლოგიური განვითარების დანერგვის შემთხვევაში, ითვალისწინებს ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესაბამისი მეთოდების გამოყენებას;

ბ) ითვალისწინებს 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სიხშირული რესურსის მოთხოვნის პერსპექტივას, დასახლებული პუნქტების (მათ შორის მცირე სიმჭიდროვის დასახლების) მაუწყებლობით მოცვის მიზნით.

14. კომისია ამ დადგენილების 13 პუნქტის შესაბამისად  განაწილებულ 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალ სიხშირულ რესურსს ყოველწლიურად, საჯარო გაცნობისათვის, აქვეყნებს საკუთარ ვებ-გვერდზე.”

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრიკარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრიაკაკი სიხარულიძე

კრებსითი — სრული ვერსია