|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №25 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 20/06/2011, 270090000.22.023.016066) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. დამოუკიდებელ ექსპერტებთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტი“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|